LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სარკეში, რომ ვიყურებოდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა…ჭარბი წონის გამო დეპრესია დამემართა” – ლევან ჯავახიშვილი

402
BeFunky-collage - 2023-03-01T010128.566

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარია.

როგორც ის საუბრობს, ცხოვრებაში ჰქონდა მომენტი, როდესაც ჭარბი წონის გამო, სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ეზიზღებოდა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ჭაობიდან ამოსვლა შეძლო და ამის ძალა საკუთარ თავში იპოვა”.

„იყო პერიოდი, როდესაც წონაში ძალიან მოვიმატე. ყველაფრის სურვილი დავკარგე, აღარ მინდოდა მეგობრებთან ერთად გასვლა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. სარკეში, რომ ვიყურებოდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ამან ისეთი დეპრესია გამოიწვია, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც აღარ მინდოდა. მეყო იმის ძალა, რომ იმ ჭაობიდან ამოვსულიყავი”, – ამბობს ლევან ჯავახიშვილი.

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები “ფორტუნში” მაქვს გატარებული, ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის: ლევან ჯავახიშვილი “ფორტუნას” რადიოს დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები