საქართველოში საბურავების აღმდგენი მაღალტექნოლოგიური საწარმო Barangoni / ბარანგონი ფუნქციონირებს, რომელიც დამფუძნებელსაც – ზაზა ჯვარშეიშვილს საზოგადოებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცნობს.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების სესხის თანადაფინანსების კომპონენტის დახმარებით, კომპანიამ შეძლო ევროპული მანქანა-დანადგარების შეძენა და მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად, პროდუქტი 11 პუნქტიან საოპერაციო ეტაპს გადის.
აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენება, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.