ცნობილი ქართველი მომღერლის, ლილი გეგელიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, ქართველი შემსრულებლები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და ყველასათვის საყვარელი კომპოზიციები შეასრულეს.
ლილი გეგელიას 100 წლის იუბილე აღინიშნა: „მადლობა მას ამ დანატოვარისთვის…“
მსმენელის წინაშე წარდგნენ მუსიკალურ პროექტ „რანინას“ ყოფილი მონაწილეები ვაჩე ღვინიაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი და გეგა შონია. მათ შეასრულეს კონსტანტინე პევზნერის „გაზაფხულის ბრალია“, რომელსაც ლილი გეგელია ასრულებდა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი „რანინელი“ ვაჩე ღვინიაშვილი აქვეყნებს.
„ჩემს მეგობრებთან ერთად „გაზაფხულის ბრალია“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.
ჩემს მეგობრებთან ერთად “გაზაფხულის ბრალია”??
Posted by Vache Gviniashvili on სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2023
ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„სუპერ ბიჭების სუპერ კვარტეტი“, „საქართველოს მარგალიტები ხართ“ – წერენ კომენტარებში.