ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ვიდეოკოლაჟს გვიზიარებს, რომელიც დენდროლოგიურ პარკში არის გადაღებული. გიორგი გასვიანმა მეუღლე მარიტა მელიქიშვილთან და პატარა გალაკტიონთან ერთად, პარკში გაისეირნა და როგორც სოციალურ ქსელში წერს ძალიან კმაყოფილი დარჩა.
„საოცრად ლამაზი ლანდშაფტი და იშვიათი მცენარეებით გაწყობილი პარკი, ასწლოვანი ხეებით და ვარდისფერი ფლამინგოებით, წეროებით, გედებით…“, – წერს გიორგი გასვიანი.