საკრამენტოში (კალიფრონია, აშშ) სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ქალაქ რიო–ლინდას გადაუფრინა და უცებ ელექტრო–სადენებში გაიჭედა. თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო საიტმა Yahoo! News გამოაქვეყნა.
ინციდენტი გასულ კვირა დღეს მოხდა. ამერიკელმა, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, გადაწყვიტა სადღესასწაულო ატმოსფერო შეექმნა და ადგილობრივები გაემხიარულებინა. რეგიონს მან მოტო–პარაპლანით გადაუფრინა და თან სანტას ფორმაში ჩაცმული ყველას გულითად სალამს უგზავნიდა.
შემდეგ კი გაუთვალისწინებელი მოხდა და სადენებში გაიხლართა. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად სანტა არ დაზარალებულა და მეხანძრეებმა ის ძირს უვნებლად ჩამოსვეს.