3 იანვარს „იმედის“ საახალწლო ეთერში მომღერალ ანრი ჯოხაძის გრანდიოზული სოლო კონცერტი გავიდა.
კონცერტზე შესრულებულმა სიმღერებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მათ შორის იყო ანრი ჯოხაძის, მაია ჯაბუას და ეკა კახიანის მიერ ნამღერი „ზაფხულის საღამო“.
„სამი უნიჭიერესი პიროვნება, გინდაც ვიზუალურად და გინდაც ხმით, ბრავო“,
„მომღერალი, რომელიც ცოცხლად მღერის და აქვს არაჩვეულებრივი ხმა, ეს დიდი იშვიათობაა“, – წერენ სიმღერის კომენტარებში.