LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სამგზავრო ავტობუსი გზამ „ჩაყლაპა“

73
191028113734-pittsburgh-bus-falls-sinkhole-mxp-vpx-00001030-exlarge-169

პიტსბურგელებს მძიმე ორშაბათი გაუთენდათ. სამგზავრო ავტობუსი გზაზე წარმოქმნილ ნაპრალში ჩავარდა. ტრანსპორტის წინა ნაწილი კი ჰაერში აწეული დარჩა.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი წითელ შუქზე გაჩერდა. ამ დროს ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ, ორივე უვნებლად გადარჩა.

ავტობუსის შემდეგ მომავალი მანქანი ზუსტად ნაპრალის წინ გაჩერდა და მძღოლმა დროულად გადმოსვლა მოასწრო.

ხოლო, თუ რა გახდა გზის ჩავარდნის მიზეზი ამას უკვე სპეციალისტები დაადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები