მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას, პროექტის ერთ-ერთი ტურიდან გასაოცარ ნომერს გვიზიარებს, რომელიც მომღერალ შინეიდ ო’კონორის ცნობილ სიმღერაზე Nothing Compares შეასრულა.
„სენსაციური იდეა და ქორეოგრაფია! ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ საოცარი შოუს ნაწილი 💫“, – წერს სალომე ჭაჭუა.
სოციალური ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც სალომე თავის მეწყვილესთან და სხვა მოცეკვავეებთან ერთად შეუდარებლად ცეკვავს, დიდი მოწონება დაიმსახურა.
„განსაკუთრებული ნომერი იყო! 100-ჯერ ვუყურე. ბრწყინვალე მოცეკვავე ხარ 🔥❤“, „სუნთქვისშემკვრელია WOW ✨“, „უბრალოდ წარმოუდგენელია 😍 შენ დედოფალი ხარ ❤“, „სალომე შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს! ❤“, – წერენ სოციალურ ქსელში.