„ამ გოგოს შესაძლებლობები ამოუწურავია!“, „ეს გოგო არის მოვლენა. ნამდვილი ჩემპიონი. ლამის ბიჭებს აჯობა!..“ „მსგავსი არ მინახავს ჯერ არც ერთ სეზონზე!..“, „მაგარია ეს გოგო, თავიდანვე ვთქვი, სალომე ჩემპიონია“ – ამ და სხვა აღფრთოვანებული კომენტარებით შეამკეს ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელმაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქართულ ტურში, „სუხიშვილებთან“ ერთად, „ცდო“ შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ სალომეს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყველა მონაწილე, ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში დარჩა.