LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საფრანგეთის პრეზიდენტს მოქალაქეებთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა სილა გააწნა

136
1

მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტს ერთ-ერთმა მოქალაქემ სილა გააწნა.

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ემანუელ მაკრონი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დრომის რეგიონში რესტორნის მფლობელებსა და სტუდენტებს ხვდებოდა. პრეზიდენტი მათთან პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობდა, ერთ-ერთ მოქალაქეს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა, მამაკაცმა კი შეძახილის ფონზე: “ძირს მაკრონი” პრეზიდენტს სილა გააწნა.

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მაკრონი გარემოს გაარიდეს, ინციდენტთან დაკავშირებით კი დაცვის წევრებმა ორი პირი დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები