13 თებერვალს, ჰარისონ ფორდს თვითმფრინავთან დაკავშირებით მორიგი ინციდენტი შეემთხვა: მსახიობი კინაღამ მგზავრებით სავსე სამგზავრო ბოინგს დაეჯახა, რასაც ბუნებრივია, მსხვერპლი მოჰყვებოდა.
74 წლის მსახიობმა არა მარტო ხელი შეუშალა American Airlines-ის თვითმფრინავს აფრენა, არამედ მასში მყოფ 110 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
დღეს კი, ქსელში მოხვდა ვიდეო, სადაც ეს ყველაფერია აღბეჭდილი, რასაც „ინდიანა ჯონსის“ თაყვანისმცემლების კომენტარები მოჰყვა: მათი უმრავლესობა თვლის, რომ ინფორმაცია, თითქოს ფორდი საფრთხეს უქმნიდა სხვების სიცოცხლეს, გაზვიადებულია და ეს აღნიშნულ ვიდეოშიც კარგად ჩანს.