მსახიობი ეკა ნიჟარაძე გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო სუფრის სტრატეგია შეცვალა და ბევრ საჭმელებს აღარ ამზადებს, რადგან ზედმეტია.
მისი თქმით, დღევანდელ დღეს საახალწლო სუფრა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა… წლები იყო, რომ 12-ს აკლია 15, ბავშვები ამბობენ: „დედა, ჩაიცვი!“ დედას არაფერი აღარ უნდა. უნდა, რომ დაწვეს და დაიძინოს. რომელ ჩაცმაზე და მოწესრიგებაზეა ლაპარაკი?!.
ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, ახლა ისე ძვირია ყველაფერი. დგახარ, წვალობ, ნერვიულობ, ალაგებ, შლი, მაცივარში ინახავ. მეორე დღეს აღარავის აღარ უნდა ეს საჭმელი. ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უნდა გააკეთო. აღარ ვაკეთებ. სალათი, თევზი, მარტივი რაღაცები კეთდება, რასაც შეჭამენ. დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში მეუხერხულება კიდევაც არანორმალური სუფრების გაშლა. შეიძლება სხვა მიმართულებით გაუშვა, თუ გაქვს, რომ მარტო არ გამოსკდე სახლში. რა თქმა უნდა, ახალი წლის სუფრა იქნება ოდნავ განსხვავებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე გული არ დასწყდებათ,“ – განაცხადა ეკა ნიჟარაძემ.