რუსთავში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი აფეთქდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე ხეს შეეჯახა, აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ავტომობილში მოთავსებული გაზის ბალონის გამო მოხდა.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან მგზავრები თვითმხილველებმა გადმოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.