Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: „რუსთავი 2“ რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღის შესახებ და ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების მიძღვნა რადიოჰოლდინგს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსთავი 2“ რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღის შესახებ და ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების მიძღვნა რადიოჰოლდინგს

601
454667

31 დეკემბერი რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეა. რადიო „ფორტუნას“ 23, ხოლო „ავტორადიოს“ 13 წელი შეუსრულდა.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ „რუსთავი 2“ ესტუმრა და მოამზადა სიუჟეტი იმის თაობაზე, თუ როგორი საზეიმო განწყობა სუფევს 31 დეკემბერს, მიუხედავად პანდემიისა, „ფორტუნაში“.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ „რუსთავი 2“-თან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:

„ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო დღეა, რადგან 31 დეკემბერს აღვნიშნავთ როგორც ახალ წელს, ასევე ჩვენს დაბადების დღესაც. ტრადიციულად, ჩვენ ამ დღეს გუნდის შეკრებით აღვნიშნავთ. ყველა ჩემს თანამშრომელს ამ რთულ პერიოდში გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას გადავუხდი და მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს.

ნია მოძმანაშვილი, რადიო „ფორტუნას“ წამყვანი:

„რას ნიშნავს „ფორტუნა“ ჩემთვის? მასზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია, „ფორტუნა“ არის უფრო მეტი, ვიდრე რადიო და ამაზე მეტყველებს არაერთი წარმატებული და  ინოვაციური პროექტი, რომელიც რადიომ წლების განმავლობაში განახორციელა. ჩემთვის დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად ვამბობ ხოლმე ეთერში ფრაზას, სადაც თქვენ ხართ, იქ სიყვარულია, და სადაც სიყვარულია, იქ არის რადიო „ფორტუნა“.

ხატია ორჯონიკიძე, „ავტორადიოს“ წამყვანი:

გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. არ შემიძლია, არ გამოვიყენო ეს შანსი და ჩემს მეორე ოჯახს, „ავტორადიოს“ არ მივულოცო დაბადების დღე.

ნატო გელაშვილი, კომპოზიტორი:

31 დეკემბერს ტრადიციაა, რომ ჯერ რადიო „ფორტუნაში“ შემოიარო და მერე წახვიდე სხვაგან. ეს არის 23-წლიანი ტრადიცია, შემდეგ შემოგვემატა „ავტორადიო“. მინდა, ორივეს მივულოცო იუბილე, „ავტორადიოს“ 13 წელი, ხოლო ჩემს მამაპაპისეულ რადიოს „ფორტუნას“ 23 წლის იუბილე. აქ 23 სიყვარულის წელიწადი მაქვს გატარებული.

სიუჟეტის ბოლოს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ნატო გელაშვილის ვაჟებმა, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძემ სიმღერით მიულოცეს დაბადების დღე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები