LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსთავი 2“-ის ექვსეულის ახალი პრომო, რომელმაც სოცქსელები ააფეთქა – სად დაეშვა ზურა ხაჩიძე პარაშუტით

14170
პრომო მთავარზე

„რუსთავი 2“-ზე ახალი შოუ იწყება, რომელიც ეთერში ყოველ სამშაბათს საღამოს გავა. მას ექვსი წამყვანი ეყოლება, მათ შორის არიან ნინო ჩხეიძე, ზურა ხაჩიძე, ნიკოლოზ ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ბაჩო კოლელიშვილი და ავთანდილი.

ახალი ექვსეული „რუსთავი 2“-ზე და დიდი თოქშოუ, სადაც საწინააღმდეგო მოსაზრებებს მოვისმენთ – „სამშაბათი ჩვენს არხზე ძალიან ცხელი იქნება…“

ახლახან ტელეარხმა გადაცემის პრომო წარმოგვიდგინა, სადაც ექვსეული საიდუმლო აგენტების როლშია და წარმატებული მისიის შემდეგ ერთ-ერთი შენობის სახურავზე იკრიბებიან. განსაკუთრებით ეფექტურია ეკრანზე ზურა ხაჩიძის გამოჩენა, რომელიც სახურავზე პარაშუტით ეშვება.

გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმი“ ეთერში მალე გავა.