LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რუსეთი ოკუპანტი არაა და არც ყოფილა… იგივე შეიძლება თქვენზე აფხაზებმა თქვან“, „ისტორია რომ იცოდეთ, გეცოდინებოდათ“, „2 კვირა ვიქნებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დასასვენებლად, რუსეთი რომ ოკუპანტია ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს“ – რას ამბობენ დარიალიდან საქართველოში გადმოსული რუსები

612
fot (2)

დარიალიდან საქართველოში გადმოსული რუსები ჟურნალისტებმა ჩაწერეს.

ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

მეორე კი აღნიშნავს, რომ საქართველოში დასასვენებლად 2 კვირით ჩამოვიდა, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპანტია კი, მას არ აქვს.

„რუსეთი ოკუპანტი არ არის, იგივე შეიძლება თქვენზე აფხაზებმა თქვან. რომ იცოდეთ ისტორია, გეცოდინებოდათ, რომ ყირიმი ძირძველი რუსული მიწაა. რუსეთი ოკუპანტი არაა და არც ყოფილა.

ეს ალკოჰოლიკი ელცინის დამსახურებაა, რომ ჩვენი მიწები დაარიგა და ახლა ამ მიწებისთვის ომი გვიწევს,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი მამაკაცი.

„2 კვირა ვიქნებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვდივართ, რუსეთი რომ ოკუპანტია ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – ამბობს ერთ-ერთი რუსი.

 

ვიდეო, თარგმანი: „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები