ქალაქ პიეტრა ნემცში მცხოვრები მოსახლეობა გზის გაკეთებას წლების განმავლობაში ელოდებოდა და საბოლოო შედეგმა მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 200 მეტრის სიგრძის ქუჩის მოწყობას 100 ათას ევროზე მეტი დასჭირდა და გზა მინდორში, არსაითკენ მიდის.
გზის ბოლოს „სტოპ“ ნიშანი დგას და ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი ზებრაა მოწყობილი. მის იქით კი მხოლოდ მდელოებია.როგორც ქალაქის მერი აცხადებს, უჩვეულო გადაწყვტილება რეგიონის მოდერნიზებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთში მაგისტრალების სიმცირეს განიცდიან და მოსახლეობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს ძალიან ხშირად აწყობს.
მაგალითად, გასული მარტის თვეში რუმინელი მძღოლები ბუქარესტში შეიკრიბნენ, ავტომობილები 15 წუთით ქუჩაში დატოვეს და უგზოობა სწორედ ასე გააპროტესტეს.