მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო, სადაც ის მანქანაში იჯდა და სტეფანეს სიმღერას აყოლებდა პირს.
მანქანას ულამაზესი გოგონა მართავდა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თავისი ეფექტური გარეგნობის გამო.
ეს გოგონა ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის მეუღლე, გვანცა ნიშნიანიძეა.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს მისი პირადი გვერდიდან „ინსტაგრამზე“.
როგორც მისი „ინსტაგრამიდან“ ჩანს, გვანცა ხშირად მოგზაურობს და გამომწერებს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებს სიამოვნებით უზიარებს.
გვანცა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც გვთავაზობს.