LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რომ დაიჩოქა და ბეჭედი ამოიღო, მერე მივხვდი“ – ქართველი წყალბურთელისა და მისი რჩეულის სიყვარულის ამბავი

598
ირაკლი რაზმაძე

„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვაცნობს წყალბურთელ ირაკლი რაზმაძესა და მის მომავალ მეუღლეს, რომელსაც სპორტსმენმა ხელი თამაშის დასრულების შემდეგ სთხოვა და მსოფლიო პრესა აალაპარაკა.

ლიზა ფხაკაძე: 

„ალბათ, მთელი ცხოვრება ამ სიმძაფრით მემახსოვრება ემოციები, რაც იმ დროს მქონდა. ყვავილებით ხელში რომ დავინახე, ვიფიქრე, დაბადების დღეს მილოცავდა. მერე როცა დაიჩოქა და ბეჭედი ამოიღო, მივხვდი, მაგრამ გააზრებისთვის რამდენიმე დღე დამჭირდა ალბათ…“

ირაკლი რაზმაძე: 

„ყველამ იცოდა. ნიკოლოზ სუბლატს, ჩემს რუმმეითს ვთხოვდი ხოლმე ხელს ყოველ საღამოს, ვვარჯიშობდი ხოლმე, მაგრამ იქ რომ მივედი, საერთოდ აღარ მახსოვდა, ძალიან დაბნაეული ვიყავი…

ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე აგდავწყვიტე ჩასვლა. ვიცოდი, რომ ლიზა იქ იყო. გავიცანი, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით გავჩერდი. როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი იყო. იჯდა და ძალიან დიდ ბურგერს ჭამდა. მანდ გადავწყვიტე, რომ მორჩა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები