მამა პეტრე კოლხი გადაცემა „ფარული კონვერტის“ ანონსში აცხადებს, რომ „ახლა ის თავად აბარებს წამყვანს აღსარებას“.
„როლები შეიცვალა და მე გაბარებ აღსარებას… ანაფორაში ხშირად ვერ ვეტევი“,- აცხადებს პეტრე კოლხი.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, გადაცემის ერთ-ერთი განსახილველი თემა „მასონურ ორგანიზაციასთან მამა პეტრეს სავარაუდო კავშირიც იქნება, რომლისთვისაც მამაოს, წამყვანის თქმით, „დიდ ფულს სთავაზობდნენ“.