მაკა ასათიანის დისშვილი, პიანისტი მარიანა აჩბა Movement-ს ესაუბრება თავისი კარიერის შესახებ, რომელიც გვიან ასაკში დაიწყო:
„ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც რაღაც თვალსაზრისით გაჯერებენ პატარაობისას, მე მჭირდება მუსიკა. რაც უფრო დიდ სიყვარულს ჩადებ, მით უფრო დიდი სიყვარულით გპასუხობს…
ახლა ვართ პარიზში. ჩემს სახლში.
მე რომ დავიბადე, მგონი, ერთი წელი ვცხოვრობდით აქ, მერე გადავედით საქართველოში. მერე კიდევ ვცხოვრობდით აქ. მამის მხრიდან ვარ აფხაზი, სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ. ჩემი მშობლები დადიოდნენ დასასვენებლად. სულ განსაკუთრებული სიყვარულით და სენტიმენტით გვიყვებიან ამ ყველაფერს.
პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში სარეჟისოროზე. ყოველდღე ვფიქრობდი, რატომ დავანებე თავი მუსიკას-მეთქი…“
მარიანა იხსენებს პირველ კონცერტს, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისში გამართა.
„ბებიაჩემი იყო ჩემი ბავშვობიდან ჩართული ამ ყველაფერში. ფანტასტიკური ყური აქვს. ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, ვისი აზრიც მაინტერესებდა კონცერტის შემდეგ… ძალიან ბედნიერი იყო…“
მარიანა დეიდას, მაკა ასათიანს ასე ახასიათებს:
„დეიდაჩემი არის ძალიან დიდი ძალა. ძალიან დიდი სიყვარულის მოცემა შეუძლია. მგონია, რომ ის სილამაზე, რაც თვალებში აქვს, ამ სიყვარულიდან გამომდინარე გადმოდის. არ წარმომიდგენია მისი მეგობრობის გარეშე ცხოვრება…“
მარიანა დედის შესახებაც საუბრობს:
„დედაჩემისგან შინაგან სისუფთავეს და სილამაზეს ვსწავლობ. არ შემხვედრია ასეთი სხვა ადამიანი…“
პიანისტი ამბობს, რომ ბებია-ბაბუის გარემოცვაში გაიზარდა:
„გავიზარდე ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან. ბაბუაჩემი იყო გადარჩენა მეცადინეობისგან, ბებიაჩემი იყო ჩემი აღზრდა და დისციპლინა…“
„მიზანმიმართულად ბავშვობიდან გვეუბნებოდა, რომ..“ – რა რჩევას აძლევდა მაკა ასათიანი დისშვილს
მაკა ასათიანის დისშვილი – აფხაზი პრინცესა მარიანა აჩბა
ფოტო/ვიდეო: „ბრავო“ – მაკა ასათიანი დისშვილის კონცერტს დაესწრო, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართა