მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი შვეიცარიის ქალაქ ბერნიში სპეციალურად „ერისიონის“ კონცერტის სანახავად ჩავიდნენ.
ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში გვაცნობებს და გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რა აღფრთოვანებით უყურებს კონცერტს სოფი ლორენის ვაჟი.
„დღეს გავეშურეთ შვეიცარიის ქალაქ ბერნისკენ, რათა ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტს დავსწრებოდით…
მარტო ამ ემოციების გამო ღირდა ბერნში ჩამოსვლა სხვა რომ არაფერი, როგორი ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ კარლოს ასე უყვარს ჩვენი კულტურა და ფოლკლორი,“ – წერს მარიამი.