„აჭარის ტელევიზიის“ დილის გადაცემამ ბათუმში მცხოვრები სულხან ბერიძისა და მისი ოთხფეხა მეგობრის, ბაგროს შესახებ საინტერესო სიუჟეტი მოამზადა.
სულხანმა გაწამებული და ნატანჯი, დაავადებული ძაღლი ბაგრატიონის ქუჩაზე იპოვა. ექიმები თავიდან მის მკურნალობაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ სულხანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბაგროს თავი უკეთ ეგრძნო, ახლა კი ფეხზე ოპერაციის გაკეთება დარჩა…