ქეთი ხატიაშვილმა, თავის რჩეულს, დავით კაჭარავას დაბადების დღე მიულოცა და რომანტიული ცეკვაც აჩუქა.
ამის ამსახველი ვიდეო ქეთიმ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ატვირთა.
ცნობისთვის, ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა დაახლოებით 1 წლის წინ შერიგდნენ.
წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ.
ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, რომელიც ცნობილმა ტანმოვარჯიშემ მოიგო კიდეც.
ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა კი ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატია.