ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს კადრებს, თუ როგორ დატოვა კახი კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიამდე. ვიდეო ჩანაწერი ეკუთვნის სასტუმრო Sunset Shovi-ს.
მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს 3 აგვისტო 14:08 საათზე.
ცნობისათვის, სტიქიის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კახი კალაძის ოჯახი რაჭაში სასტუმრო „სანსეტ შოვში“ ისვენებდა და სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
კახა კალაძე: სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო
სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კახი კალაძემ საკუთარი ოჯახის ტრანსპორტირება ვერტმფრენით უზრუნველყო.