LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ატარებენ ოპერაციებს რობოტები

37
STAR-System-impact

უნგრეთში დებრეცენის უნივერსიტეტში ქირურგიულ ოპერაციებს რობოტები ატარებენ. რკინის ექიმებს დასაწყისისთვის თირკმელებიდან ქვების ამოღება მიანდვეს. ინფორმაციას ამის შესახებ science daily ავრცელებს.

რობოტები აპარატს დამოუკიდებლად მართავენ და ექიმს, რომელიც ოპერაციას უძღვება, ხელში ინსტრუმენტის დაკავება აღარ სჭირდება, მან უბრალოდ პროცესი უნდა აკონტროლოს. ასეთი დამხმარის დამსახურებით ქირურგები ნაკლებად იღლებიან და იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარონ.

ამ დროისთვის რობოტებმა უკვე 6 ოპერაცია ჩაატარეს. ამ ოპერაციებს შორის იყო ერთი საკმაოდ რთული შემთხვევაც, რომელსაც ავტომატიზებულმა ექიმმა თავი არაჩვეულებრივად გაართვა.

ყველა ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტები მეორე დღესვე სახლებში გაწერეს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები