ყაზახეთში თვითმხილველებმა გადაიღეს, თუ როგორ ანადგურებენ ამერიკის საელჩოს სამსახურეობრივ 7 ავტომობილს. სამშენებლო ტექნიკის დახმარებით Toyota-ს 5 ტყვიაგაუმტარი ყველგანმავალი, ერთი Chevrolet Suburban და ერთიც Cadillac–ის სედანი გადაამუშავეს. უტილიზაციის პროცესს ამერიკელი დიპლომატები პირადად აკონტროლებდნენ.
როგორც ვიდეოში ჩანს, ნაგავსაყრელზე Toyota Land Cruiser 100, სამი ცალი Toyota Land Cruiser 200 ასევე პიკაპი Toyota HiLux მიიყვანეს. ჩამოწერა შეეხო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირად სედანს Cadillac DTS–საც.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილებს არანაირი გარეგნული ნაკლი არ ქონდათ და ყველა მათგანი 2002–2012 წლების გამოშვება იყო.