რეჟისორი ქეთი დოლიძე ქალიშვილთან, მსახიობ თამრი ბზიავასთან ერთად „დღის პოსტს“ ესტუმრა და ოჯახურ ტრადიციებსა და დედა-შვილობაზე ისაუბრა, ასევე მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებაზე…
თამრი ბზიავა:
„ქართველ მამაკაცებში არის ისეთი თვისება, რაც მე არ შემიძლია. უცხოელი შეყვარებული არ მყოლია, ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია. ის დოგმაც არ მიყვარს, რომ ყველა კაცი ერთნაირია. საქართველოში არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ყველაფრის მიმართ არსებობს დოგმა… აქ ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. მე უბრალოდ, მივხვდი ერთ რამეს, მომწონს სამხრეთელი ტიპაჟის კაცები, მაგალითად, ბრაზილიელები, არგენტინელები…“
ქეთი დოლიძე:
„უცხოელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყვარული არ იყო ქართველი, ის, რომელთანაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი, მე ასე მგონია. როცა კოკას შევხვდი, ისიც არ იყო სტერეოტიპული. კოკა 24 წლის ასაკში წავიდა საცხოვრებლად პოლონეთში და ბავშვები რომ იყვნენ 20 წელს გადაცილებული, მერე შევხვდით ჩვენ ერთმანეთს, იქ ის ოჯახი დიდი ხნის დაშლილი იყო. სულ ამბობდა, რომ თავის ქუჩაზე დაბრუნება უნდოდა. მოხდა ის, რომ მე შევხვდი ერთმანეთს. პოლონეთში ცხოვრებამ შეცვალა მისი დამოკიდებულებები ოჯახური ტრადიციების, ქალის მიმართ – არც იქაური შვილების და არც აქაურების ცხოვრებაში უხეშად არ ერეოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ზრდასრულები იყვნენ…“
იმედი მაქვს მეც მოვესწრები პუტინის ბოროტი იმპერიის ნგრევას: ქეთი დოლიძე