LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდის იამაყე ჩემით“ – ირმა სოხაძე და მისმა შვილიშვილმა ერთმანეთის კითხვებს უპასუხეს

250
Untitled

რა საერთო თვისებები აქვთ მომღერალ ირმა სოხაძესა და მის შვილიშვილს, სანდრო ნაცვლიშვილს? როდის იამაყა ბებიით? ამ და სხვა თემებზე მათ შუადღის ეთერში ისაუბრეს.

კითხვაზე რა თვისებით ჰგავს ირმა სოხაძე შვილიშვილს, გაირკვა, რომ ორივეს თევზები და ფეხბურთი უყვარს.

როდის შეგიყვარდა პირველად? – ჰკითხა შვილიშვილმა ბებიას.

„პატარა ვიყავი, 16 წლის და გავიცანი ბაბუაშენი, მაშინ ის 21 წლის იყო. ბაბუა იყო ჩემი პირველი სიყვარული. როდესაც მას შევხვდი, ლექსების და სიმღერების წერა დავიწყე, შეხვედრიდან 3 წელიწადში კი ოჯახი შევქმენით“, – იხსენებს ირმა სოხაძე.

მომღერლის კითხვაზე, „როდის იამაყე ჩემით?“, – სანდრო პასუხობს: როდესაც შენთან შესახვედრად მოვდიოდი და ფილარმონიის წინ შენი ვარსკვლავი დავინახე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები