LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “როდესაც ასტროლოგიით დავინტერესდი, მამამ ეს ძალიან ცუდად მიიღო” – მიხეილ ცაგარელი მშობლებზე

171
BeFunky-collage - 2022-12-20T020539.013

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ია ფარულავას გადაცემაში “ფარული კონვერტი” მშობლების შესახებ საუბრობს.

როგორც ცაგარელი აღნიშნავს, მამამ მისი ასტროლოგიით დაინტერესების ფაქტი ძალიან ცუდად მიიღო და არ მოეწონა.

“მამა მეცნიერი კომუნისტი იყო. შედიოდა იმ ადამიანების რიგებში, რომლებიც ამბობდნენ: მე ამას ვხედავ, ეს არის და მე ამას ვერ ვხედავ, ეს არ არის. სხვათა შორის, როდესაც ასტროლოგიით დავინტერესდი, მამამ ეს ძალიან ცუდად მიიღო. თვლიდა, რომ ეს იყო ფუტურიზმი. კომუნისტების დროს ამისთვის აციმბირებდნენ. ჩემი შვილი რით არის დაკავებულიო, გიჟდებოდა.

ბოლო წლებში მაინც კარგი სკოლა გამატარა. შემდეგ დავფიქრდი, რომ ასეთ ადამიანებთან საერთო ენა უნდა გამომენახა. საინტერესო მიგნებამდე მივედი. როდესაც მეუბნებოდა რომ ეს არის ფუტურიზმი, ვამბობდი, თუ ასტროლოგიას არ აქვს ფორმულა, როგორ ფიქრობ სიყვარული არსებობს?. კი, რა თქმა უნდა, მეუბნება მამა. მაშინ მითხარი სიყვარულის ფორმულა, დამანახვე, რომ არსებობს – ვეუბნები მე. შეცბა მამაჩემი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რასაც ვერ ვხედავთ არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს”, – საუბრობს მიხეილ ცაგარელი.

ამავე თემაზე:

ვიდეო: როგორ გავაცილოთ 2022 წელი და შევხვდეთ ახალ 2023 წელს – მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები