გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტთან გამართულ აქციებს ტელეეთერის საშუალებით ეხმიანება და ახალგაზრდებს მოუწოდებს, „ოღონდ აქციაზე ნუ მივლენ და თავად წაიყვანს საგულაოთ“.
„მართლა გეუბნებით რა, ვფიცავ ყველაფერს, როცა მეტყვით, სადაც მეტყვით იქ ვიგულაოთ, კონცერტს გაგიკეთებთ, რამდენსაც გინდათ უფულოდ… ოღონდ, იქ [აქციაზე] სიარულს თავი დაანებეთ, არ არის თქვენი საქმე. გატყუებენ და თქვენ ენერგეტიკას იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.