LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე…ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, წერილებს ვუტოვებ” – ნათია ბანძელაძე ცხოვრების მძიმე მომენტზე საუბრობს

9334
befunky-collage-2024-04-11t002742.875-2024-04-11_00-27-48_612706

,,ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარი მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძეა.

ნათიამ ცხოვრების რთულ მომენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მეუღლის სიახლოვეს ახლა ყველაზე მეტად გრძნობს.

,,ვფიქრობ ახლა ყველაზე მეტად არის ჩემთან და ყველაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. 32 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ არ მითქვამს სად ხარ.. როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ! ამ ადამიანებს მიგზავნის, რომ მარტო არ ვიყო.

როდესაც შვილიშვილი გაჩნდა, თითქოს მრცხვენოდა გიორგის, რომ მას არ შეეძლო ამ ბედნიერების გაზიარება, ამ სიხარულში ის არ იყო. საშინელება იყო ამ დიაგნოზის გაგება, თითქოს დავიკარგე, სამყარო გაქვავდა. ყველაზე მძიმე იყო სახლში მარტო დაბრუნება. შემეცოდა გიორგი, ვერ გავიმეტე ამისთვის. შინაგანად ძალიან ცარიელი ვარ, ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს. მივდივარ ხოლმე და წერილს ვუტოვებ და არ არსებობს, ხანდახან ფუტკარი მოფრინდება ზამთარში, ხან ყვავილს მოიტანს ქარი. ეს ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

გიორგი საოცარი ადამიანი იყო, მასზე საუბრით არასდროს დავიღლები”, – ამბობს ნათია ბანძელაძე.

ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. მსახიობი უკანასკნელ წლებში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.

ნათია ბანძელაძე: „სხვანაირი და დიდი სიყვარული იცოდა…და რატომ იცოდა? ახლაც იცის..ყველა ნაბიჯზეა, დღე არ გავა მასზე სიკეთით და სიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გამიზიარონ, სრულიად უცხო ადამიანებმა!“

„ეს გიოს ერთ-ერთი მესიჯია, იცის, რომ სული და გული მასთან მაქვს დატოვებული.. ისევ „ვთამაშობთ“ და ვაწყობთ ჩვენი სიყვარულის დიდ ისტორიას“ – ნათია ბანძელაძის ემოციური სტატუსი

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო.. სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ“ – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები