Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: როცა 6 შვილის მამა ხარ – ჯუდ ლოუმ მებაღეობას მიჰყო ხელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როცა 6 შვილის მამა ხარ – ჯუდ ლოუმ მებაღეობას მიჰყო ხელი

161
page

აგვისტოს დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 47 წლის მსახიობს, ჯუდ ლოუს და მის 33 წლის მეუღლეს, ფილიპა კოენს, პირველი საერთო შვილი შეეძინათ. თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ, ლოუ  ჯიმი ფელონის შოუში იმყოფებოდა, მან მხოლოდ ერთხელ ახსენა შვილის შეძენის ფაქტი, მას  არც ბავშვის სახელი გაუმხელია და არც სქესზე გაუმახვილებია ყურადღება.

მსახიობი შოუში სახლიდან ჩაერთო და თვითიზოლაციის შესახებაც ისაუბრა.  „მე მებაღეობას მივყავი ხელი და კიდევ, მე-6 შვილი შემეძინა, ეს საოცრებაა“, – განაცხადა მსახიობმა.

„ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, კიდევ ერთი პატარა ძალიან მინდა, ეს ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, პატარებთან ყოველთვის სახალისოა“, – განაცხადა წლის დასაწყისში ლოუმ.

შეგახსენებთ, ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენი 2019 წელს დაქორწინდნენ. ლოუს ყოფილი მეუღლეებისგან ხუთი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები