LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რობერტ დე ნიროს ვემუდარებოდი, ჩემი ქორწილიდან წასულიყო“ – ჯენიფერ ლოურნესის სახალისო ინტერვიუ

321
page

ჯენიფერ ლოურენსმა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე E! News-ს ინტერვიუ მისცა და კუკ მორონისთან ქორწილის დღე გაიხსენა. მსახიობი ამბობს, რომ ძალიან სტრესული დღე გადაიტანა, ძალიან ციოდა და ის მხოლოდ სტუმრების კომფორტზე ფიქრობდა. განსაკუთრებით ადარდებდა 80 წლის რობერტ დე ნიროს მდგომარეობა, რომელიც იქ არავის იცნობდა.

„რობერტი სულ მარტო იყო, აშკარად ეტყობოდა, რომ მხოლოდ ჩემი ხათრის გამო მოვიდა. ძალიან ციოდა, მე მას ვემუდარებოდი, რომ ქორწილიდან წასულიყო, როდესაც წავიდა, თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა. ძალიან სტრესული დღე იყო“, – იხსენებს ჯენიფერი.

ცნობისთვის, ლოურენსის და მორონის საქორწინო წვეულება „როდ აილენდის“ სასახლეში გაიმართა. წყვილს 150 სტუმარი ჰყავდა მიწვეული, მათ შორის იყვნენ: ადელი, ემა სტოუნი, ეშლი ოლსენი, ნიკოლ რიჩი კამერონ დიასი, რობერტ დენირო და ა.შ….

ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნიროს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა

„გავიზარდე და სახის ფორმებიც შემეცვალა“- 33 წლის ჯენიფერ ლოურენსი პლასტიკური ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები