თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა და ეკა კახიანი გადაცემა „დილის ლაივის“ სტუმრები იყვნენ.
მომღერლებმა, რომლებიც ბავშვობიდან ერთად არიან, გადაცემაში არაერთი სახალისო ისტორია გაიხსენეს.
ერთ-ერთი ისტორია თამრიკო ჭოხონელიძეს ეხებოდა. მაია ჯაბუამ და ეკა კახიანმა გაიხსენეს, თუ რატომ არ მიდიოდა 17 წლის ასაკში გასართობად თამრიკო ჭოხონელიძე.
„ვერ წამოვალო, რატომ მეთქი და – ქათმებს ვშიგნავო“ – აღნიშნა მაია ჯაბუამ.