რეზო ჩხიკვიშვილს თეატრი, სადაც 30 წელი მოღვაწეობდა, გამოსამშვიდობებელ საღამოს უწყობს:
„ძალიან დიდი პატივი დამდო თეატრალურმა საზოგადოებამ გერმანიაში, რადგან 30 წლის მოღვაწეობის შემდეგ მიწყობენ დამშვიდობებას. გერმანული წესით პენსიაზე გავდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოღვაწეობას ვამთავრებ, უბრალოდ, ოფიციალურად აღარ ვიქნები თეატრის მუდმივი შტატის წევრი. ჩემს საღამოს, რომელიც გაიმართება 26 მაისს, ჰქვია „მადლობა და ნახვამდის“. ძალიან ბედნიერი ვარ და დამაფასეს, რომ დავემშვიდობო ხალხს. მე მოვყვები ჩემი ცხოვრების შესახებ, ეკრანზე იქნება ნაჩვენები ჩემი შემოქმედების ყველაზე საინტერესო წლები, მოვყვები ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე… გერმანელი მსახიობები ჩემთან ერთად ქართულ სიმღერას იმღერებენ…“
ვიდეო: „ნუ მეძახი, ნუ მეძახი, მე მაინც მოვალ…” – რეზო ჩხიკვიშვილის საოცარი შესრულება