მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში შვილთან, პატარა ლუნასთან ერთად გადაღებულ კადრებზე მონიშნეს.
„რეპეტიციაზეც არ შორდება მამიკოს“. – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
მოგვიანებით კი გიორგიმ ლუნასთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ლუნა დაინტერესდა, რატომ აქვს მამას ულვაშები.
გიორგი მას პასუხობს, რომ ულვაშები გრიმიორმა გაუკეთა და მერე აუცილებლად მოიხსნის.
„ნახე, ბაბუასაც ულვაშები აქვს“. – ამბობს სპექტაკლი დაწყებამდე გიორგი ყიფშიძე.