LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Renault–ის ორი ახალი ელექტროქარი

58
Renault2010

კომპანია Renault–მა გამოაქვეყნა თიზერი, სადაც ორი ახალი ელექტროქარია ასახული. პირველი კონცეპტ–ქარის სტატუსს ატარებს, მეორე კი მზა სერიული ჰეტჩბეკი – Dacia Spring–ია. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელს ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტროქარის წოდებაზე აქვს პრეტენზია.

ელექტრონული შოუ–ქარის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით ძალიან ცოტაა. ცნობილია, რომ მოდელი CMF-EV–ის არქიტექტურაზეა აგებული და ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. Renault–მა წარსულში კონცეპტის დიზაინი ნაწილობრივ გაამხილა და დეკორატიული ელემენტები ერთ კადრში ასახა.

ახალ თიზერში კი ცოტა უფრო მეტი რამის ნახვაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, მასზე მზა ელექტროქარი Dacia Spring–ია ასახული. სიახლის სიგრძე 3,73 მეტრი, სვლის მარაგი კი 200 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები