RC Cola-ს ახალმა რეკლამამ მნახველი დააბნია… ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მან მომხმარებელში არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია.
გარდა იმისა, რომ ვიდეო მრავალფეროვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, საკამათოა მისი ჟანრიც: გაურკვეველია დრამაა, ტრაგიკომედიაა, ფანტასტიკა, თუ რა….
აღსანიშნავია, რომ RC Cola-ს ახალ რეკლამაზე ფილიპინურმა სააგენტო Gigil-მა იმუშავა და როგორც ამ სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ნამუშევარი Z-თაობისთვის შეიქმნა, ვისაც ისეთი რაღაცები მოსწონს, პასუხს მარტივად რომ ვერ იპოვი.
https://www.youtube.com/watch?v=28raec1mgqA&feature=emb_logo