LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ მიმართა პროკურატურას ნინი ქარსელაძემ: „შესაბამისი პასუხიც ვერ გავეცით“

490
ნინი მთავარზე

ნინი ქარსელაძე ,,რუსთავი 2“-თან საუბრობს კიბერბულინგის შესახებ და იმ თავდასხმაზე, რომელიც მასზე სოციალური ქსელების საშუალებით ხორციელდებოდა:

„მე მივმართე პროკურატურას, რადგან რაღაც პერიოდი ისეთი თავდასხმა იყო ჩემზე და ისეთი მესიჯები მომდიოდა, როცა სოციალური ქსელი მქონდა, მამაკაცი გამომძიებელი იყო და რომ მივიტანე ეს ამონაბეჭდი ჩემ მიმართ მოწერილი ესემესების, შეწუხდა და ბოდიში მომიხადა, ვერც წავიკითხავო. სოციალური ქსელი იმდენად იცავს ანონიმურობას, რომ ვერაფერს გავხდით და შესაბამისი პასუხიც ვერ გავეცით.

უწმინდესმა ერთ-ერთ ქადაგებაში თქვა, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. კარგად დაუკვირდით, რადგან თქვენი ნათქვამი თქვენვე მოგიბრუნდებათ და ჩვენამდეც მოდის. იქნებ, ცოტა დაგვინდოთ. ეს ყველაფერი იწვევს ცუდ დაავადებებს, ან მთავრდება უფრო ცუდად, ვიდრე დაავადებაა. ეს ენერგია ჩვენამდე მოდის. თქვენც გყავთ ოჯახის წევრები, შვილები და ერთი წამით დაფიქრდით, მათ რომ ეხებოდეს, როგორ მოიქცეოდით…“