პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 აპრილს 10 მსჯავრდებული შეიწყალა.
ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა მათ შორის ნიკა გვარამია, თუმცა აღნიშნული დღის ბოლოს პენიტენციურმა სამსახურმა არ დაადასტურა.
დღეს, 14 აპრილს ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, რატომ არ შეიწყალა ნიკა გვარამია, თუმცა ეს კითხვა პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა.
მან ასევე არ უპასუხა კითხვას, რატომ გადაიდო სტრასბურგში გამოსვლა.