LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ აცვია კვარაცხელიას სხვა გუნდების მაისური – ხვიჩა საახალწლო კლიპში

84
Screenshot 2020-12-28 224455

ყაზანის „რუბინმა“ ორიგინალური საახალწლო რგოლი გადაიღო. მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცხკი ინგლისურ ენაზე მერაია ქერის სიმღერას All I Want for Christmas Is You („ყველაფერი, რაც შობაზე მინდა, ეს შენ ხარ“) ასრულებს.

კლუბმა მუსიკალური კლიპი ფეხბურთელების მონაწილეობით გამოუშვა, სადაც გუნდის წევრები სხვადასხვა იერით გამოდიან. ბუნებრივია, ეს ამბავი ჩვენთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას გამოა, რომელიც „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერია.

ქართველმა ფეხბურთელმა კლიპში იმ კლუბების მაისურები მოირგო, სადაც ჟურნალისტები მას უშვებდნენ. ესენია „ბორუსია“, „გალათასარაი“, „კრასნოდარი“ და „იუვენტუსი“.

„რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი მე-9 ადგილზე დაასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები