შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედამ ია მერებაშვილმა ტრაგედიის დღე „ფორმულასთან“ გაიხსენა.
როგორც მან აღნიშნა, შვილთან კონტაქტი ბოლოს 3 აგვისტოს, 15 საათსა და 5 წუთზე ჰქონდა.
„ყველანაირად ვცდილობდი, იმედი კიდევ მქონოდა. მაგალითად თურქეთის მიწისძვრა მომყავდა, როდესაც 21-ე დღეს კიდევ იპოვეს ცოცხალი ადამიანი. ოჯახის წევრებს ვაიმედებდი, რომ შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ შინაგანად რაღაც მეუბნებოდა, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის უნდა გამეძლო,“ – აღნიშნა ია მერებაშვილმა.