ზაზა ფაჩულია უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ყველასთვის ცნობილია მისი კარიერული წინსვლა. მის თითოეულ ნაბიჯს ქართველი ქომაგები განსაკუთრებით გულშემატკივრობენ.
ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრების გაოცებას არა მხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ დიდი ოჯახითაც ახერხებს.
ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა გადაცემაში “ნოესთან” დღემდე მის ცხოვრებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა მეუღლის გაცნობის ისტორია.
“საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ყველაფერი ქართული მენატრება, სამზარეულო, კონცერტები, მუზეუმები და ა.შ. ძალიან მიყვარს. აღმოჩნდა, რომ მცხეთაში, სუხიშვილების კონცერტი იყო. მეგობარმა დამპატიჟა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. წავედი და ვისიამოვნე კონცერტით. ჟრუანტელი მივლიდა, თან ზოგადად, “სუხიშვილების” ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. კონცერტის მერე, კულისებში აღმოვჩნდი.
მაშინ ატლანტაში ვთამაშობდი და აქ არავის არ ვიცნობდი. ისე მოხდა, რომ გავიცანი თიკა, კონცერტის მერე. რა თქმა უნდა, იცოდა ვინ ვიყავი. გოგოებს უყვართ ხოლმე თავის დაფასება, არ შეიმჩნია, რომ იცოდა, მაგრამ მერე გამომიტყდა, რომ რა თქმა უნდა, იცოდა ვინც ვიყავი. იმ საღამოს წავედით ვახშამზე და ზუსტად ცხრა საათზე თიკა სახლში წავიდა. შემდეგ მივხვდი რასთან მქონდა ურთიერთობა. ასე დაიწყო ყველაფერი. ზუსტად წელიწად-ნახევარში უკვე ოჯახი შევქმენით.
თიკა, რომ გავიცანი კალათბურთი საერთოდ არ იცოდა. დღეს სერიოზული საუბარი და დისკუსია შემიძლია გავმართო თიკასთან კალათბურთზე. ძალიან დიდი გულშემატკივარია. წარმოიდგინე, დღეს მე აქ ვარ, თიკა კიდე ბიჭებთან, ამ შაბათ-კვირას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ჰქონდათ, თიკას ჰყავს წაყვანილი და მეხმაურება, თუ როგორ ითამაშებს ბიჭებმა და მე ვენდობი თიკას.
გიჟი დედაა, ძალიან დიდი გულშემატკივარია. მე გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა, მაგრამ ბავშვებს გაუმართლათ, რომ ასეთი დედა ჰყავთ”, – თქვა ზაზა ფაჩულიამ.
ზაზა ფაცულიას და თიკა ალავიძეს ოთხი შვილი ჰყავთ.