„ვოკალის აკადემიის“ კვარტეტმა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას” წევრ გენო ნადირაშვილს დაბადების დღე „იმედის” ეთერში სიმღერით მიულოცა.
მილოცვამ საზოგადოების მხრიდან გულთბილი კომენტარები დაიმსახურა: „გილოცავთ ბატონო გენო, ჯანმრთელი და ბედნიერი დაესწარით მრავალს”…„საოცარი შესრულება და მილოცვა, გილოცავთ იუბილეს”.