თათია შარანგიას მეუღლე, ჯარჯი თორაძე იუბილარია.
ტელეწამყვანი მეორე ნახევარს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ულოცავს:
,,18 თებერვალს დაიბადა ჩემი კუთვნილი პირველი (მეორე) ნახევარი. რა კარგია, რომ დაიბადე. 1.6 წელია არაფერი მინდა უშენოდ და ასე იქნება მარადიულად. ერთხელ ვთქვით და სულ გავიმეორებ – ,,მე და შენ ხელიხელ ჩაკიდებულები ვივლით ცხოვრების იმ ხანგრძლივ გზაზე, რასაც ღმერთი შემოგვთავაზებს”.
მიყვარხარ ჯარჯი…. ყველაზე ბედნიერი გვყოლოდე. სადაც შენ ხარ, იქ მუდამ ზეიმია”, – წერს თათია შარანგია.