პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ, (ჯაბა) ხოფერიას შესახებ საუბრისას ატირდა.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ასეთ მებრძოლებზე როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს და რიამე ნეგატიური ილაპარაკო.
“უკრაინაში წასვლის შესახებ კაციშვილისთვის არ მითქვამს, მხოლოდ არჩილს დავურეკე და მოვიდა პარლამენტთან, შევხვდი. მითხრა ჯერ არ წახვიდეო. არ უნდოდა რომ გავეშვი, მაინც დავკარი ფეხი და წავედი. დიდი ოხერი კაცი ხარო მითხრა და თავისი შვილის ნომერი მომცა. იქ უკვე გაკვალული აქვს გზაო. ვუთხარი რომ დავურეკავდი.. სახაჭაპურეში მივედით, ვიღაც შავი, როხროხა, უშველებელი ბიჭი გადმოდის და მეძახის. კიევში არავის ვიცნობდი, გავხედე, მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, მე აჩიკო ხოფერიას შვილი ვარო. იარაღი მოგვცეს, მაგრამ ჯავშანჟილეტები არ გვქონდა. შენ მაგაზე არ ინერვიულოო, მითხრა და მართლაც, რამდენიმე საათში უკრაინელმა მებრძოლმა მოგვიტანა ძალიან მაგარი ჯავშანჟილეტები. მას შემდეგ სულ მწერდა, მკითხულობდა. ვეტერანის კოდექსი და ვეტერანი უნდა დაფასდეს. ჩვენ რომ ახლა ამერიკაში ვცხოვრობდეთ არჩილ ხოფერიაზე 5 წიგნი იქნებოდა დაწერილი. სულ მაჟრიალებს რომ ვლაპარაკობ…რა ბიჭი იყო…ასეთ ხალხზე როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს და რაღაცები ილაპარაკო, ამან წაიყვანა ომში, ან იმან”, – საუბრობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“.
შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ამავე თემაზე:
VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე