პოლიციამ ქვემო ქართლში 4 ნარკორეალიზატორი დააკავა – ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ.
„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკები.
ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია „ჰეროინის“, „კოდეინის“ და „მორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.