ქუთაისში, ფოსტის შენობის მეორე სართულზე ხანძარი იყო, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებული არავინაა.
მათივე ცნობით, შენობის პირველ სართულზე, სადაც ფოსტა ფუნქციონირებს არაფერი დაზიანებულა და ხანძარი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოა.