LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქორწილის დღეს მუხლებში ჩამივარდა და ღრიალი ატეხა“ – დეკანოზი შალვა კეკელია საოცარ ისტორიას გვიზიარებს

164
mama-shalva-2022-05-11_15-25-58_018781

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას მრევლს საოცარი ისტორია გაუზიარა.

„ერთხელ ასეთი რაღაც გამიკეთა ერთმა ქალბატონმა. საოცარი ქალი იყო. მას ერთადერთი შვილი მოუკლეს..

ეს ქალბატონი სულ საკუთარ შვილს მამსგავსებდა. როგორც შვილს, ისე მეფერებოდა.

მღვდელი რომ გავხდი, ერთხელაც ასეთ რამეს მეუბნება – გეხვეწები, მამაო, ჩემს უახლოეს ადამიანს ჯვრისწერა აქვს და ვიცი, შენ უნდა დაგიკავშირდნენ, ამიტომ მინდა, ამ ადამიანს მთელი გულით დასწერო ჯვარი, მგალობლები იყვნენ, ლამაზად ჩატარდესო, მთხოვა. თან შესაწირი დატოვა.

შემდეგ უძვირფასესი, ძველებური ხატი დამიტოვა და მითხრა, გადაეცი ამ ადამიანსო, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო. თავად ჯვრისწერას ვერ დაესწრებოდა, სხვაგან მივდივარო…

მართლაც, საოცრად ჩატარდა ჯვრისწერა. როდესაც დამთავრდა, ამ ადამიანს ხატი გადავეცი, ამბიონზე ავიყვანე, ვუქადაგე, ვესაუბრე და ვერ დავმალე ვისგან იყო ეს საჩუქარი. ვუთხარი, ვიცი, რომ ძალიან ახლობელია ეს ქალბატონი და მან გადმოგცა-თქო.

როგორც კი გაიგო, ეს ბიჭი ჩამივარდა მუხლებში, ქორწილის დღეს, ამბიონზე ატეხა ღრიალი. ხმამაღლა ყვიროდა: ღმერთო, რატომ?

მეც გავგიჟდი და იცით, ვინ იყო ეს ადამიანი? მისი შვილის მკვლელი.

მითხრა, იცით, მე ვინ ვარო? ვინც მისი შვილი მოვკალიო და ეს როგორ გამიკეთაო?..

თავად ეს ქალი უკვე წარდგა ღვთის წინაშე, მის შვილთან არის..

მაშინ ვკითხე, ეს როგორ შეძელი? როგორ გააკეთე-თქო?

მითხრა, მამაო, რაც მე ეკლესიაში სიარული დავიწყე, ჩემი შვილი შევიძინეო და მარადიული სამყოფელის შესახებ გავიგეო. ჩემი შვილის გარდაცვალებამ ქრისტე გამაცნოო.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები